|
2017-10-09 11:38:05, 1862 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ნატო-სთან ჩვენი თანამშროლობის ინტენსივობა დღითიდღე მატულობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტი არის ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა და ნატოსთან თავსებადობა. მისივე თქმით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ინტენსივობა დღითიდღე მატულობს. „ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, ჰარმონიზაცია ნატოსთან- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი საქმიანობის და რეფორმირების პროცესის. რა თქმა უნდა, მექნება შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, ვისაუბრებთ ნატო-ს დაგეგმილ მომავალ სამიტთან დაკავშირებით, როგორც საქართველო- ნატოს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე. ახლა უწყებაში იმყოფებიან ნატოელი ექსპერტები, ასევე არიან წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებიდან, რომლებიც იხილავენ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ნატოსთან- ე.წ. ეროვნულ გეგმას. რა თქმა უნდა, ჩვენი თანმშრომლობის ინტენსივობა ალიანსთან დღითიდღე მატულობს“,-განაცხადა დოლიძემ. ჯეიმს აპატურაი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)