|
2017-10-09 11:03:12, 1899 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული ინსტიტუტი, ივანიშვილი კი, მიწებს ლარად იღებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა. სააკაშვილმა აღნიშნულ ფაქტს უსამართლო უწოდა და კახა ბენდუქიძის საქმიანობასთან გააკეთა შედარება. „უსამართლობაა ელემენტარული, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. თავის დროზე ბაბუაჩემი მუშაობდა იმ ინსტიტუტში და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში იყო. 9 მილიონი ლარი გადაიხადა და კიდე ბევრად მეტი ჩადო და ამისთვის აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და გააქციეს ქვეყნიდან და პრაქტიკულად, გაუხეთქეს გული. ეს ლარად იღებს და ვითომ არაფერი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ "თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ. კვ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000-მ. კვ-მდე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)