00:50 - 29 May, 2026
|
2017-10-09 09:03:41, 2258 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა
ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება. აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. "იმისათვის, რომ ჩვენს საელჩოსა და საკონსულოებში ვიზიტორთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს, შევაჩერეთ ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურება თურქეთში", - წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)