|
2017-10-07 15:37:20, 2552 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელშიც რუსეთი აგრესორად არის აღიარებული
უკრაინის უმაღლესმა რადამ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ საპრეზიდენტო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიღებული კანონპროექტის თანახმად, რუსეთი აგრესორ ქვეყნად არის მოხსენიებული. კანონპროექტს, “არაკონტროლირებად დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ მხარი 233-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა უარს აცხადებს "ანტიტერორისტული ოპერაციებზე" დონბასში. ამასთან, თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებს "დროებით ოკუპირებულის" სტატუსი მიენიჭა. ხმის მიცემის დაწყებამდე რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ გაიხსენა, რომ მინსკის შეთანხმებების თაობაზე კანონპროექტში არაფერი წერია. ოფიციალურ მოსკოვში კანონპროექტი გააკრიტიკეს. მინსკის საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ „კანონპროექტი სრულიად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, უფრო მეტად აშორებს დონბასსა და ლუგანსკს უკრაინას და პროცესებს ბლოკავს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)