00:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:26:11, 2553 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ახალი ქარიშხალი „ნეიტი“ უახლოვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი "ნეიტი" უახლოვდება, რომელმაც აფრიკაში 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ალაბამას, ლუიზიანას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში “ნეიტის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მედიის ცნობით, ქარიშხალ "ნეიტის" შედეგად, ნიკარაგუაში 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისი სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს.

სეისმოლოგების თქმით, ამ დროისთვის ქარიშხალი 1 კატეგორიას მიეკუთვნება.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, მოსახლეობამ სახიფათო ზონა უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics