|
2017-10-04 15:28:56, 2586 ნახვა
მსოფლიო
თბილისის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელი მასიმო ოდო გროზნოში, პუტინის დაბადების დღეზე ითამაშებს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, იტალიის ვეტერანი ფეხბურთელები, ამხანაგურ მატჩს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამხანაგური მატჩის ჩატარება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს უკავშირდება. "თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახმატ არენაზე გაიმართება, რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ამასთან, გუნდ "ლიდერის" კაპიტანი, თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი იქნება. მასთან ერთად გუნდში რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კერჟაკოვი და ვალერი კარპინი იქნებიან, რომლებიც გუნდ "ახმატის" მოთამაშეები არიან. რაც შეეხება იტალიის გუნდს, ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ სამი ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი - მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის გაიმართა. ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იტალიის ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)