|
2017-10-04 11:45:52, 2126 ნახვა
მსოფლიო
სტივენ პედოკი, რომელმაც ლას-ვეგასში თავდასხმა მოაწყო, მასობრივ მკვლელობას სექტემბერშიც გეგმავდა
ლას-ვეგასელი თავდამსხმელი სტივენ პედოკი მასობრივ მკვლელობას სავარაუდოდ ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა, - ამის შესახებ The Daily Beast სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პედოკს თავდასხმის განხორციელება მუსიკალურ ფესტივალ Life Is Beautiful-ზე უნდოდა. მედიის ცნობით, სექტემბერში პედოკმა ბინა იმ შენობაში იქირავა, რომლის ფანჯრებიც ამ ფესტივალის მოედანზე გადიოდა. უცნობია, რატომ გადაიფიქრა მკვლელმა ამ გეგმის განხორციელება. ერთ-ერთი ვერსიით, მას ნერვებმა უმტყუნა ან უბრალოდ გეგმები შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)