|
2017-10-03 12:07:31, 2282 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა 3 ათასამდე დეზინფორმაცია გაავრცელა
ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიულმა სამუშაო ჯგუფმა, ბოლო 2 წლის გამავლობაში, რუსულენოვანი მედიის მხრიდან დეზინფორმაციის 3 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. ინფორმაციას The Financial ავრცელებს. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, შექმნილი ოპერატიული სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობასა და რუსულენოვან მოსახლეობაზეა ორიენტირებული. “ბოლო ორი წლის განმავლობაში East StratCom-მა დეზინფორმაციის 3000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა“, - განაცხადა ევროკომისარმა. მედია საშუალების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ჰელსინკში "ჰიბრიდულ საშიშროებასთან" ბრძოლის ევროპული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ფინეთის პრეზიდენტი საული ნინისტო, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ცენტრის წევრობის უფლება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)