00:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 14:41:41, 2491 ნახვა

მსოფლიო
კატალონიაში საარჩევნო უბანთან სროლა იყო - დაშავდა 4 ადამიანი

კატალონიის ქალაქ მანლეუში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ერთ-ერთი სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

მედია წერს, რომ არც ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ბოლო გამოკითხვის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობა ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ხოლო 49% წინააღმდეგია. ამასთან რეფერენდუმის ჩატარებას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა ისინი თვლიან, რომ პლებისციტის ჩატარება მადრიდთან უნდა იყოს შეთანხმებული.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს არის დანიშნული. რეფერენდუმს ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს. პლებისციტის ჩატარება ავტონომიური რეგიონის პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო. თავის მხრივ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ყველა დოკუმენტაცია და ქმედება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არალეგიტიმურად სცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics