06:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 15:36:04, 729 ნახვა

რეგიონი
ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

განსაკუთრებული პრობლემები მეწყერმა 6 ოჯახს შეუქმნა, მათგან 2 ოჯახს სახლის დატოვება  მოუწია.

ამასთან, წაღებულია სოფელ ცეცხლაურისა და წყავროკის დამაკავშირებელი ხიდი.

სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო. ძლიერი ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს გზების დასუფთავება მიწის მასებისაგან.

როგორც ქობულეთის გამგეობაში განაცხადეს, მეწყრულ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან და სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics