00:17 - 29 May, 2026
|
2017-09-27 16:42:59, 2361 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანის მთავრობის მეთაური რამაზან აბდულატიპოვი თანამდებობიდან გადადგა
რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის, დაღესტანის მთავრობის მეთაური რამზან აბდულატიპოვი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ Говорит Москва იუწყება. მთავრობის მეთაურმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ასაკი დაასახელა. „უკვე 71 წლის ვარ, სწორედ ეს არის ჩემი წასვლის მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. რესპუბლიკა აღმავლობის პროცესშია. ჩვენ უკვე გამოვედით უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებოდით“, - განაცხადა აბდულატიპოვმა. ცნობისთვის, აბდულატიპოვმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა 2014 წლის სექტემბერში დაიკავა. მანამდე ის ტაჯიკეთში რუსეთის ელჩი იყო, ხოლო უფრო ადრე, დუმის დეპუტატი და ეროვნული პოლიტიკის მინისტრი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)