|
2017-09-27 16:40:56, 2031 ნახვა
კომენტარი
მიშველაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარმართულიყო. "სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრებები. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ძალიან ნეგატიური შეფასებებისა და დასკვნების ფონზე. ბოლოს მოგეხსენებათ, რომ კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც და ამის მიზეზი პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე პროცესი იყო. ცხადია, როგორც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალ კვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)