|
2017-09-25 15:01:25, 1961 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისია მოატყუა
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. როგორც აბესაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა მოატყუა ვენეციის კომისია, რომელმაც კონსტიტუციის პროექტს უარყოფითი შეფასება მისცა. ""ქართული ოცნება" დღეს ასრულებს საკონსტიტუციო განხილვების პროცესს და ასრულებს ისე, რომ არც ერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პოზიცია და ის წერილობითი შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის უფრო დემოკრატიულად გარდაქმნას, პირდაპირ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას. ასევე არ გაითვალისწინა, ფაქტობრივად მოატყუა, ვენეციის კომისია, რომელმაც უაღრესად უარყოფითი პოზიცია გამოხატა 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავადებასთან დაკავშირებით. ეს სამწუხაროდ უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე", - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, ხვალ, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)