23:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 15:32:47, 2158 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: თუ აშშ-ს საკუთარი თავის და მოკავშირეების დაცვა დასჭირდება, ფხენიანი განადგურდება

ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ  საჭიროების შემთხვევაში, ამერიკას ჩრდილოეთ კორეის განადგურება შეუძლია, - ამის შესახებ CNN იუწყება.

როგორც ჰეილიმ განმარტა, ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკასა და მის მოკავშირეებს საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

"თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს უგუნურ ქმედებას, თუ აშშ-ს საკუთარი თავის და მოკავშირეების დაცვა დასჭირდება, ფხენიანი განადგურდება"- განაცხადა ჰეილიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ამერიკულ მხარეს სურს პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ყველა დიპლომატიური ხერხი გამოიყენოს.

"თუ ეს არ მუშაობს, აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ამაზე იზრუნებს", - დასძინა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერს გამოსცადა. მეორე დღეს კი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანი მალე ბირთულ ძალებს შექმნის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics