|
2017-09-18 11:01:04, 2227 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯიის შტატში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენელი მოკლეს
ჯორჯიის შტატში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენელი, სტუდენტი სკოტ შულცი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ატლანტის კოლეჯის კამპუსში დანით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. უნივერსიტეტის კამერამ დააფიქსირა თუ როგორ არ დაემორჩილა შულცი სამართალდამცველების მოთხოვნას, იარაღი დაეგდო. ამასთან, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ პოლიციას ლეტალური იარაღი არ უნდა გამოეყენებინა. მედიის ცნობით, უნივერსიტეტის კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ისმის თუ როგორ ამბობს სკოტ შულცი: "მესროლეთ!". გამომძიებლების ინფორმაციით, დადგინა, რომ შულცს თან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ის საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად პოლიციელი ან სხვა მოქალაქე არ დაშავებულა. შულცის დედამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და 2 წლით ადრე თვითმკვლელობა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)