|
2017-09-17 10:31:17, 3484 ნახვა
კულტურა
ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) იწყება
17-24 სექტემბერს, ბათუმში საავტორო ფილმებისმე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ჩვენებები, მოწვეული კინორეჟისორები და პროდიუსერები მასტერკლასებსა და შეხვედრებს გამართავენ. პროგრამის მიხედვით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „WYNDHAM Batumi"-ში, მასტერკლასს გამართავს გიორგი ოვაშვილი; 16.00 საათზე - გია ყანჩელი, 20 სექტემბერს, 16.00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასს გამართავს რეჟისორი სიდიქბარმაკი. 16.30 საათზე კი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს ფოტოგამოფენას „აბას კიაროსტამი". 22 სექტემბერს დაგეგმილიაშეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან. 23 სექტემბერს, პროგრამის "შემოქმედებითი ევროპისა" და „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელისპრეზენტაცია" მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან - ელდარ შენგელაიასთან, რეზო ესაძესთან დაალექსანდრე რეხვიაშვილთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)