23:50 - 28 May, 2026
|
2017-09-16 13:29:08, 2427 ნახვა
მსოფლიო
ოდესის საბავშვო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - ოლქში გლოვაა გამოცხადებული
ოდესაში მდებარე საბავშვო ბანაკ "ვიქტორიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. მედიის ცნობით, შენობაში მყოფი მოზარდების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამი მათგანი ალმოდებულ კორპუსში დარჩა. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მეხანძრეებმა 2 ბავშვის ცხედარი შენობაში იპოვა, გოგონას ამ დრომდე ეძებენ. 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც სააგენტო წერს, ბანაკში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზების პოლიცია ადგენს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გლოვა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)