|
2017-09-15 14:57:38, 2208 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მერი: ტერორს არ შევუშინდებით - მოვუწოდებ ლონდონელებს მშვიდობა შეინარჩუნონ
ლონდონის მერი სადიკ ხანი დედაქალაქის მეტროში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა. ხანის თქმით, ლონდონი ტერორს არ შეუშინდება. ლონდონის მერმა ტერაქტი დაგმო და მოსახლეობას მოუწოდა მშვიდობისკენ. "პოლიციამ დაადასტურა, რომ დღეს დილით „პარსონს გრინის“ სადგურზე მატარებელში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო. ჩვენი ქალაქი კატეგორიულად გმობს იმ საშინელ ადამიანებს, რომლებიც ტერორს მიმართავენ, რათა ზიანი მოგვაყენონ და ჩვენი ცხოვრების წესი მოსპონ. ლონდონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტები არ შეგვაშინებენ. მჭიდრო კავშირში მაქვს მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ლონდონის სატრანსპორტო სამსახურთან, მთავრობასთან და სხვა სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და შემთხვევას იძიებენ. დავესწრები „კობრას“ საგანგებო სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გამართავს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს სპეციალისტებს ლონდონის სატრანსპორტო სამსახურიდან, რომლებიც ადგილზე პირველები მივიდნენ. მოვუწოდებ ყველა ლონდონელს, შეინარჩუნონ მშვიდობა და ინფორმაციის მისაღებად ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის საიტს მიმართონ", - განაცხადა ლონდონის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)