|
2017-09-14 19:08:32, 2338 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერა (ვიდეო)
უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის მახლობლად სამართალდამცველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, - ამის შესახებ ტელეარხი ТСН იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილის ”ჯიპი” ორი ავტომობილის თანხლებით ქალაქგარეთ მდებარე კომპლექსიდან გამოვიდა და ქალაქის მიმართულებით წავიდა. მაგისტრალზე ავტომობილები 150 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიოდნენ. პატრულმა კორტეჟი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და გასწრების წესების დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერეს. ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე >>> https://1plus1.ua/1plus1video/tsn/utro/tsn-za-20170914-kortezh-saakashvili-zupinili-za-peregin-sucilnoyi-smugi-ta-obgin-u-nedozvolenomu-misci?utm_source=all&utm_medium=player&utm_campaign=media
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)