|
2017-09-14 15:23:03, 2358 ნახვა
მსოფლიო
სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი, 33 წლის იური ნიკიფოროვი მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა. როგორც სააგენტო წერს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშოაბენ, ხოლო ნიკიფოროვის ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. სამართალდამცველები გარდაცვალების მიზეზს არკვევენ. ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით უცნობია. მედიაში ასევე გავრცელდა, ჟურნალისტის გარდაცვალების არაოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც მან თავი მოიკლა და მისმა მეუღლემ ის სახლის ეზოში ჩამოკიდული იპოვა. გარდა ამისა, „ინტერფაქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ალექსეი გორშკოვის თქმით, ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობა იყოს. „გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ კომენტარი სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, ჩვენი თვალსაზრისით, ეს უცნაური ისტორიაა. არც კოლეგებსა და არც ახლობლებს ამ ვერსიის დამადასტურებელი ნიშნები არ შეუნიშნავთ. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დეტალურად ჩატარდება“, - განაცხადა გორშკოვმა. ცნობისთვის, იური ნიკიფოროვი სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორად 2014 წლიდან მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)