23:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 14:28:49, 2348 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივან ოლეგ სლობოდიანზე დაყრდნობით იუწყება.  

როგორც სლობოდინმა აღნიშნა, დღეისთვის ოქმი 69 პირისთვისაა შედგენილი. მისივე თქმით, სწორედ 69 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა ამ დროისთვის.  

სლობოდიანის ინფორმაციით, საზღვრის გარღვევის მონაწილე 14 ადამიანი - ძირითადად, მედიის წარმომადგენლები, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს.

ცნობისთვის, უკრაინელმა მესაზღვრეებმა 12 სექტემბერს ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმი მიხეილ სააკაშვილსაც ჩააბარეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics