|
2017-09-08 02:43:40, 3533 ნახვა
კულტურა
„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტები მომავალი წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება
ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა. როგორც „ისთერნ ფრომოუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. „შემოთავაზება იყო სხვადასხვა თარიღების. ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ახლო თარიღში 2- 3 კვირის ვადაში მომხდარიყო თარიღების შეცვლა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი იყო. სხვა თარიღები ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა კომფორტული მსმენელისთვის და საბოლოოდ შევთანხმდით ახალ თარიღებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ 16-17 სექტემბრის კონცერტი გადატანილია და ამ წელს ელტონის ჯონის ხილვა საქართველოში აღარ მოხერხდება“,-აღნიშნა კერესელიძემ. მისივე ინფორმაციით, ელტონ ჯონის კონცერტის გადადების მიზეზი ჯგუფის უცვლელი წევრის, გიტარისტის დეივიდ ჯონსტოუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ჯონსტოუნს ხელის აქვს დაზიანებული და სარეაბილიტაციო კურსს გადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)