22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 05:16:10, 2110 ნახვა

კომენტარი
კახეთის გუბერნატორი: ართანაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობის პროცესში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა მუშაობს.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ადგილზე მძიმე ტექნიკის აყვანა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება.

მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

"თუშეთის მიმართულებით სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს დილიდან ჩავიტანეთ წყლის ავზი, უშუალოდ ცეცხლის არეალში. ეს ძალიან მოგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში. დიდი რაოდენობით არის ცოცხალი ძალა შესული ართანაში. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის იმიტომ, რომ ცეცხლი არის ციცაბო ადგილზე გაჩენილი და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებთან უშუალო კავშირში არიან. გადასხმული დესანტის შედეგად საქმემ წინ წაიწია და ალპურ ზონაში ცეცხლი შეჩერებულია. ამიტომ, იქ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ყვარლის ხანძარს, ქადაგიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

"ყვარელში მაშველები ახალი ძალით მუშაობენ. იქაც გვაქვს ცეცხლის ლოკალიზება. მაშველები მუშაობენ იმისთვის, რომ რ  დარჩეს სადმე ისეთი კერა, რომელიც ქარის ან სხვა პირობების შემთხვევაში გაღვივდეს", - დასძინა გუბერნატორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics