22:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 06:57:05, 2151 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, ბრალდებული უსამართლობის მსხვერპლად წარმოეჩინათ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. ამ უფლებით 6-ვე ადვოკატმა ისარგებლა.

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მრავალსაათიან გამოსვლაში მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ თითქოს მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს.

მისივე თქმით, ადვოკატების გამოსვლაში იყო მცდელობა, ბრალდებული უსამართლობის მსხვერპლად წარმოეჩინათ.

"კარგად ხვდებიან, რომ დადასტურდა ბრალდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ ადვოკატების დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობა არავითარ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს.

"მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, მაშინ როდესაც ჩვენ დავკითხეთ 100-ზე მეტი ადამიანი. ისინი მხოლოდ დისკრედიტირებული და არასანდო მოწმის, ფირცხალავას ჩვენებას შეეცადნენ დაყრდნობოდნენ, რომელიც არაფრის მომცემია ამ საქმეში. არც გვქონია განსაკუთრებული მოლოდინი, რომ რაიმე არგუმენტებს შემოგვთავაზებდნენ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics