21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 05:42:40, 2126 ნახვა

კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

როგორც მინისტრმა განმარტა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე 5 ვერტმფრენია მობილიზებული.

“იმდენად რამდენადაც ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენების მუშაობა, ხოლო თუ ეს გახდა საჭირო, 5 ვერტმფრენი მზადყოფნაში არის იმისთვის, რომ ისევ ჩაერთოს ხანძრის ქრობის პროცესში. ვიმედოვნებ, რომ ღია კერები ჩვენ უკვე აღარ გვექნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებულ გამოძიებას, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება პირველი დღიდან მიმდინარეობს.

"გამოძიება პირველი დღიდან არის დაწყებული როდესაც ხანძარი გაჩნდა. ტარდებოდა სხვადასხვა საგამოძიებო  მოქმედებები. რადგან სრული ლიკვიდაცია გვაქს წაღვერის და ბორჯომის ხეობაში  ადგილზე არიან ჩასულნი გამომძიებლები, ერთი ჯგუფი არის შესული ტყეში და ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics