|
2017-08-31 02:02:43, 2124 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საჭიროა, კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთ გამოწვევებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმ სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც ქვეყანა უნდა მოიყვანოს მზადყოფნაში სტიქიასთან გასამკლავებლად. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთ გამოწვევებთან. ამიტომ, პრემიერის განმარტებით, როდესაც აბასთუმანში ცეცხლის ლიკვიდირება მოხდება, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა დაიწყება: „მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, არა მარტო ევროპის, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად, მსგავსი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი გამოწვევებთან, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს პირველივე დღეებიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, მუშაობა ამ საკითხებზე. ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც და ამ წლისაშიც, თუ იქნება შესაძლებლობა ამ რესურსის გათვალისწინების და ის სისტემური ცვლილებები იქნება გათვალისწინებული, რომელიც ქვეყანას უფრო მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, ამის ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)