21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 06:24:07, 2061 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ხანძართან დაკავშირებით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში საქართველოს უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი გაუწევენ.

როგორც მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, საელჩოების მეშვეობით საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან პირდაპირ კონტაქტზეა.

“სამწუხაროდ ჩვენ ვდგავართ ხანძრის პროცესში და სიტუაცია საკმაოდ მწვავეა აბასთუმნის მიდამოებში და ტყეში. როგორც უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა საკმაოდ მიუვალი ტერიტორიაა. ამისათვის საჭიროა, რომ ჩაერთოს ავიაცია და ჩვენ უკვე გუშინ, საღამოს შემდეგ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება საერთაშორისო შესაძლო დახმარების ტექნიკით, ავიაციით, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც შტაბი, ადგილზე ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები არიან და პრემიერ-მინისტრის ჩართულობით ასევე შედგა რამდენიმე კომუნიკაცია ჩვენს მეზობლებთან. მინდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია და შედეგად უკვე დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თვითმფრინავებით დახმარებას გაგვიწევს უკრაინა და თურქეთი, ასევე ვერტმფრენით დაგვეხმარება აზერბაიჯანი, ასევე ჩვენ ველოდებით დახმარებას ირანიდან, რომელიც მზად არის ამ ეტაპზე ვერტმფრენებით დაგვეხმაროს და ასევე განიხილება თვითმფრინავით დახმარების შესაძლებლობა. ეს ავიაცია იმ ცოცხალ ძალასთან ერთად, რომელიც მობილიზებულია ხეობაში და ხანძრის მიდამოებში გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელს გახდის ხანძრის ლოკალიზაციას და ლიკვიდირებას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics