21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 09:50:36, 2734 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ყოფილი მინისტრები დაიბაროს, რომლებმაც 2008 წელს ტერიტორიები დაკარგეს

„ალბათ, უმჯობესი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ის ყოფილი მინისტრები  და უმაღლესი ხელისუფლების პირები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს 2008 წელს“,-ასე გამოეხმაურა  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მიწვევის საკითხს, რომელიც რუსეთისთვის სტიქიასთან საბრძოლველად დახმარების თხოვნას ეხება.

„მთავრობამ მოახერხა ის, რომ არ არის ადამიანური დანაკლისი, რომ იქ სოფლებს საფრთხე, რაც ემუქრებოდა, იქნა თავიდან აცილებული. ეს არის სწორდ ამ მთავრობის, პრემიერისა და თითოეული მაშველის დამსახურება. თუკი ეს არ მოსწონს ოპოზიციას, ეს მათი პრობლემაა, მეც არ მომწონს ის, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.  სალომე სამადაშვილის განცხადებით, მინისტრისგან აინტერესებთ,  რატომ მიმართა მთავრობამ სტიქიასთან საბრძოლველად დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას, მაშინ, როდესაც ევროკავშირისგან დახმარების მარაგი ჯერ კიდევ არსებობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics