21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 04:24:06, 2811 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერ ვხედავ

„თუ საქმეს დასჭირდებოდა,  საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში  რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად, რუსეთისგან შემოთავაზებული დახმარების საკითხის კომენტირებისას  განუცხადა. 

მისივე  შეფასებით,  არსებობს ვითარებები, როცა ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა მძიმე შედეგი იქნას თავიდან აცილებული.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რა მდგომარეობაა და ვის მიმართა, ან არ მიმართა დასახმარებლად.

„ღმერთმა დაგვიფარა, არ არის მსხვერპლი. წარმოვიდგინოთ, ხანძარს თუ  მეტი გართულების პოტენციალი ექნებოდა,  ალბათ, გაჩნდებოდა კითხვა-რატომ არ გამოვიყენეთ ყველა საშუალება, რათა შესაძლო მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics