|
2015-04-27 10:43:38, 3949 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
გიგაური: ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, თვითონ კი, ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო
„ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, თვითონ კი ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო“, - ასე გამოეხმაურა „ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „სახიფათოა არაონიანის, უტიაშვილის, ფირცხალავას ორგანიზაციები, არამედ გიგაური, კოჟორიძესი“. გიგაურის თქმით, კომიკურია, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი ტელევიზიიდან და გადაცემიდან აკრიტიკებს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ჯამში გადაცემის მთავარი არსი ვერ გავიგე. რაც გავიგე, არის ის, რომ: 1. კრიტიკას ვერ იტანს, ჩვენი ანგარიშები არ წაუკითხავს და არც ანალიზს გაცნობია ზედმიწევნით. 2. კამპანია “ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” არამართებულად და უადგილოდ მიაჩნია, კიდევ კარგი არ იცოდა, რომ საკონსტიტუციოში უკვე ჩაინიშნა ჩვენი სარჩელის განხილვა, სადაც მისთვის მისაღებ ანუ შსს მიერ ჩვენს საუბრებზე პირდაპირი წვდომის ნორმას ვასაჩივრებთ, თორემ არც სასამართლოსთვის დირექტივის მიცემას მოერიდებოდა 3. მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოება სახეზე ცნობდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეში აწამეს და გააუპატიურეს (ალბათ ასე წარმოუდგენია მას ამ ხალხის რეაბილიტაცია), ხოლო მე და კახა კოჟორიძე თუ ამას ვეწინააღმდეგებოდით და ეფექტურ გამოძიებას ვითხოვდით, “ნაცები” ვყოფილვართ (იმედია გაარკვევს, რომ წამების ყველა ფაქტი ჯერ არ არის გამოძიებული და არც ყველა მოძალადე დასჯილა.. კარგი იქნება თუ პროკურატურასაც ასე გულანთებული გააკრიტიკებს). ისე, არც შსს-ში შექმნილი ვიდეო არქივის საქმე გამოძიებულა, ესეც ჩემი ბრალია ალბათ.. 4. და ბოლოს, ცხადია ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის, უფრო სწორედ ესენი ასრულებენ მის დავალებას (იმედია იცის, რომ მათ უკვე ვუჩივლე სასამართლოში)… ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. ისე, შსს თუ გამჭვირვალე და აპოლიტიკურია, ორი თვეა ვითხოვ იმ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემთვის 8 წლის წინანდელ სამსახურში უმცროსი წოდების მინიჭებას, მაგრამ არ მაძლევენ, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, თორემ შსს ხომ მომაწვდიდა, რა აქვს დასამალი მგონია, რომ სიტუაცია საერთო ჯამში კომიკური იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარი ტელევიზიის საკუთარი გადაცემიდან, თავისი ექსპერტების მეშვეობით აკრიტიკებდა მედიას და არასამთავრობოებს და მათ წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, მაშინ როდესაც თვითონ ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე სწორი აზრი ალბათ ის იყო, რომ პოლიტიკური თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის პირის მიერ მაშინვე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებს. ეს ერთადერთი სწორი ანალიზი იყო…. მე ვეთანხმები! თქვენ? პ.ს. საქართველოში ამჟამად არ ვიმყოფები და ბოდიში, რომ ზარებს ვერ ვპასუხობ. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს ეკა გიგაური Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)