21:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 01:30:49, 2497 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა- ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წუხანდელი ღამის განმავლობაში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა, რის შედეგადაც მოხდა აქტიური ცეცხლის კერების  ჯანმრთელი ტყისგან გამიჯვნა:

„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ადგილზე მუშაობს 6 ვერტმფრენი და 1500 კაცი, ცოცხალი ძალა.

„გასული არიან ყველა აქტიური ცეცხლის ზონაში. დღის განმავლოობაში გაგრძელდება იმ კერებზე როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.“,-ამბობს პრემიერი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics