|
2017-08-23 08:34:09, 2286 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან
„ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ, იქნებ, აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ, რუსული მხარისგან შემოთავაზებული დახმარების მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ადა მარშანია მიიჩნევს, რომ რუსეთის დახმარებაზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას. „ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ, იქნებ, აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით. ახლაც არის ამის საშუალება ჯერჯერობით. ნუთუ, კიდევ დაგვჭირდება ჩვენ დახმარება მეზობელი ქვეყნის, რომელსაც მართლაც რომ შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს და საშუალებები ამ მხრივ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე, უარი თქვა მეზობელი ქვენის, რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე. არ არის ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება. ეს არ არის არც პრინციპული პოზიცია, არც პატრიოტიზმია ეს და არც ღირსების დაცვაა ეს. უამრავი, 10 000-ობით რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქრე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში, სად არის ჩვენი პრინციპულობა, ღირსების ცვა და პატრიოტიზმი? მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი. რასაკვირველია, ძალიან ცუდი, ტრაგიკული მოვლენებია“,-აღნიშნა ადა მარშანიამ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს, თუმცა მისივე შეფასებით, ამის საჭიროება არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)