22:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 16:26:27, 1247 ნახვა

მსოფლიო
ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, Google-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დაიღუპა

ინტერნეტ საძიებო გიგანტის Google-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი  დენ ფრედინბურგი  ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ”Google"-მა დაადასტურა. დენ ფრედინბურგი ალპინისტურ კომპანია Jagged Globe-თან ერთად ევერესტზე ექსპედიციაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის  შედეგად 17 ადამიანი  დაიღუპა.

შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. დაღუპულთა რიცხვმა  2 000-სს გადააჭარბა. დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას  ძლიერი განმეორებითი ბიძგები ართულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics