|
2017-08-23 05:26:15, 2304 ნახვა
კომენტარი
კელი: საქართველოს მთავრობისგან ველოდებით ინფორმაციას, კონკრეტულად, რაში სჭირდებათ დახმარება და დავეხმარებით
ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან რასაც ისინი მოგვაწვდიან ჩვენ დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, ის აშშ-ის კრიზისების მართვის დეპარტამენტს უკვე ესაუბრა. "ძალიან შეშფოთებული ვართ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი დახმარება. გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებზე მუშაობს და ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდებათ დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან რასაც ისინი მოგვაწვდიან ჩვენ დავეხმარებით", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)