21:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 15:09:14, 2225 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: თამარ მეარაყიშვილის დაკავება ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აფასებს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მეარაყიშვილი გამორჩეული მოქალაქეა და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 

"აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, - ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება, რაც მთვარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გუშინ დააკავეს. ახლა ის სახლში იმყოფება, თუმცა მეარაყიშვილი ე.წ. პროკურატურაშია დაბარებული, ის დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics