22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 11:39:46, 2448 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ორ ერს შორის კონფლიქტის პრევენციისთვის, ვაშინგტონმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სურს, რომ თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ის მოქმედებებს დააკვირდეს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების განთვავსება თავდაპირველად სწორედ ამერიკამ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებსმ რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics