21:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 14:18:16, 2635 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: გავრცელდა მინიშნებები, რომ არსებობს განზრახვა, ახალგორში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არსებობს  განზრახვა, ახალგორის რაიონში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს.

ციხელაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება, რაც ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაა.

 „თქვენ იცით, რომ გალის რაიონში სამწუხაროდ და საუბედუროდ წლების განმავლობაში  მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართულ მოსახლეობაზე გავრცელდეს ზეწოლა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება სწორედ პირველ რიგში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  შესაძლებლობის შეზღუდვით. ახლა ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის გეგმაში ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო, მიუღებელი ნაბიჯი თუ ეს განხორციელდება, ეს არის ცალსახად დისკრიმინაცია  ქართველი მოსახლეობის, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, აბსოლუტურად მიუღებელი  საქართველოს ხელისუფლებისთვის  და აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი პარტნიორებისათვის,  მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართული აქტორებისათვის, რომლებიც ძალიან ცალსახად  აფიქსირებენ პოზიციას, რომ აუცილებელია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში  კიდევ უფრო აქტიურად იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი  დისკრიმინაციისგან, დავიცვათ ისინი რუსიფიკაციისგან და უზრუნველყოფილი იქნას მათი ფუნდამენტური უფლებები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს  იმაზე, რომ აუცილებელია ამ რეგიონებში წვდომა იქნას უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისათვის, რათა ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არ მოხდეს პირიქით. ჩვენთვის ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და შედეგების მიღწევამდე იქნება მთავარი თემა“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics