21:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 12:52:08, 2368 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ტაბლიაშვილი: მნიშვნელოვანია გადავლახოთ პერიოდი, როცა რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინია

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გადავლახოთ ის პერიოდი, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირაკლი ტაბლიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ვერაფერს დავუპირისპირებთ გარდა ერთობისა და კონსოლიდაციისა.

„მას შემდეგ რაც პუტინი აღარ იქნება მმართველი, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება ან ნაკლებად აგრესიული იქნება. მანამდე ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვართ ერთიანები, სხვას პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ვერაფერს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის ლიდერი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

ცნობისთვის, რუსეთის პირველი პირი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics