|
2017-08-08 11:58:00, 2659 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი პუტინის ვიზიტზე: ეს არის ფუჭი მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია
„დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის ფუჭი და უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. მარგველაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიზანია, რაიმენაირად გამართლდეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება: „ამ მცდელობის პასუხად მე მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არც ერთი ქართველი არ ცნობს არანაირ ხელოვნურ მავთულხლართებს, თხრილებს, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნის. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს გზა, საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)