|
2017-08-06 16:30:24, 2294 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს
ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით შესრულებული სპეციალური რეისით, დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გაიმართა სამგლოვიარო პროცესია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებით. დღესვე ქართველი ჯარისკაცის ცხედარს ზესტაფონში, მის მშობლიურ სახლში გადაასვენებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უმცროს სერჟანტს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)