21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 15:16:02, 3171 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობა“ ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა.

ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი კაჩინსკის შეპირდა, რომ მისი პარტია უკრაინაში სტეპან ბანდერას მომხრეების წინააღმდეგ გამოვა.

გაზეთის ცნობით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ბანდერას მომხრეების პრობლემა ყველაზე აქტუალურია და ამ თემის გამოყენებით, სააკაშვილს პოროშენკოზე შურისძიება სურს.

გარდა ამისა, რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ კიევის ხელისუფლებას ძალიან აინტერესებს, თუ როგორ ჩავიდა სააკაშვილი პოლონეთში გაუქმებული უკრაინული პასპორტით.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლონეთში ჩასვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics