|
2017-08-03 11:11:26, 2638 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით, კავკასიის რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება: „ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია შემოდის არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ინვესტორად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)