|
2017-08-02 19:47:50, 4207 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევას, რაც საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს ითვალისწინებს. ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; დაუბრუნოს აღნიშნული ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს“. ცნობისთვის, ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი აშშ-ის სენატმა გასულ კვირას მიიყო და ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)