|
2017-08-01 16:20:21, 2549 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პენსი ჯარისკაცებს: აქ ვიმყოფები, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ
„პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები თქვენთან იმისთვის, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ“, - ასე მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებს. როგორც პენსმა აღნიშნა, ამერიკა და საქართველო გაერთიანებული არიან ერთობლივი ღირებულებისთვის, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. „მე მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ მოგმართავთ აქ, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეებს და თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები თქვენთან იმისთვის, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ, თქვენ ყველაზე საუკეთესონი ხართ ჩვენგან. ამერიკელები შორს იმყოფებით სამშობლოდან, რადგან ამერიკა და საქართველო გაერთიანებული არიან ერთობლივი ღირებულებისთვის, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას, ამერიკის პოლიტიკა მიმართულია ამერიკის წინსვლისა და აყვავებისთვის. ამერიკაა პირველი, მაგრამ დღეს ჩვენი აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამერიკა პირველია მარტო, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს და საქართველოს ხალხის გვერდზე ვდგავართ. ასევე თქვენს მისწრაფებაში გიჭერთ მხარს, გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. პრეზიდენტმა ტრამპმა ვარშავის სამიტზე განაცხადა - ის რაც გვაკავშირებს, არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა. საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებში უნდა ვეძებოთ. საქართველო მდებარეობს გზაგასაყარზე, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს და სამხრეთი ჩრდილოეთს ხვდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი კულტურა და მემკვიდრეობა. ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა. ქართველი ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)