|
2017-07-26 14:24:07, 2622 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: ხალხის ფულით ნაყიდი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს და ბრძოლის ველიდან კისრის ტეხით გამოიქეცით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც აგვისტოს ომის დროს, აღნიშნული პარტიის წევრები იყვნენ. თალაკვაძე ოპონენტების ფრაზამ - „რუსეთი საქართველოში თავის პოზიციებს იმტკიცებს“ გააღიზიანა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს წარსული შეახსენა: „რუსეთზე თქვენ არ უნდა საუბრობდეთ. აქ მოვისმინე ფრაზა, რომ რუსეთი საკუთარ პოზიციებს იმტკიცებსო, თქვენ არ იყავით ის ხელისუფლება, როდესაც ათეულობით სოფელი დაკარგეთ, ხალხი დატოვეთ ევაკუაციის გეგმის გარეშე, არათუ ევაკუაციის კორიდორი გაუკეთეთ. ხალხის ფულით ნაყიდი იარაღი და ჩვენი პარტნიორების მიერ ნაჩუქარი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს და გამოიქეცით კისრის ტეხით ბრძოლის ველიდან. იმის შემდეგ თქვენი პრეზიდენტი იყო, ექს პრეზიდენტი იყო ხელი რომ მოაწერა ოკუპირებულ ხაზებს. ესაა ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ცოტა უხერხულია დღეს ჩვენკენ რომ იშვერთ ხელს ამ მიმართულებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)