20:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:16:49, 2428 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: საქართველო აშშ-ს საგარეო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წარმატებით განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულებას. მან ასევე  საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„საგარეო პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეფასებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გავაკეთოთ. ფაქტები ამბობს შემდეგს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარმატებით განვახორციელეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა  და მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულებას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალბათ კმარა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტთან, ტრამპთან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, ვნახეთ სენატის, წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ვნახეთ ეკონომიკური ინიციატივები და ვნახეთ, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  ამით უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა საგარეო პოლიტიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას“,-აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics