|
2017-07-25 19:44:19, 2853 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: დეპუტატებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, შეეჩერებინათ მიღებული ცვლილებების უარყოფითი შედეგები
იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და "საარჩევნო კოდექსის" შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პოზიციას არგუმენტაცია აკლდა და არ ეთანხმებიან პრეზიდენტს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გააუარესებს. კომიტეტების დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ კენჭისყრის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ შესაძლო, ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს მოჰყვება. "ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა შევაჩეროთ ის უარყოფითი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ვეტოს არგუმენტებზე შინაარსობრივი მსჯელობის მაგივრად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას. შესაბამისად, დისკუსია არ გაიმართა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ მოველოდით, რაც არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მთავარი ასპარეზი", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)