|
2017-07-17 21:42:00, 1346 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა რეგიონული შეხვედრა გაიმართება. 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატებს საჩუქრად გადასცემენ. 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება. 11:00 საათზე, ,,ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავს. 12:00 საათზე, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მის.: ა. მიცკევიჩის ქ. N19 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნიან. 14:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ-ბათუმში”, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და გაეროს წარმომადგენლები აჭარის ბიზნეს-სექტორთან შეხვედრას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)