|
2017-07-17 18:46:31, 2743 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა
„საქართველოს მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი“,-ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩსუმა განაცხადა. ლინკევიჩუსის თქმით, საქართველომ პასუხისმგებლობით და გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება. „თქვენმა ქვეყანამ პასუხისმგებლობით და გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება. კონსულტაციები გამართოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკეთესი გავხადოთ სიტუაცია. რუსეთი როგორც წესი გამოცდას გვიტარებს. ამდენად ფხიზლად და მყარად ვართ, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ. ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადმოწევას, არამედ ზოგადად პოლიტიკას. სანქციები მუშაობს და ეს არის კიდევ არგუმენტი, რომ შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს. ევროკავშირმა რუსეთის მიმართ კონსოლიდირებული პოლიტიკა უნდა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი დღევანდელ შეხვედრის დღის წესრიგში არ არის ის ყოველთვის რჩება რადარის ეკრანზე“,-განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ლინკევიჩუსმა. ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)