20:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:26:57, 2774 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ეს არის მთავრობა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე კონსოლიდაცია გაუკეთა რუსი ოკუპანტის ქმედებებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყო, - ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედმა მთავრობამ საერთაშორისო დონეზე კონსოლიდაცია გაუკეთა რუსი ოკუპანტის ქმედებებს.

"მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ჰყავს არის ის მთავრობა, რომელმაც უპრეცენდენტო ძალისხმევა განახორციელა, იმისათვის, რომ პასუხისმგებლიანი ყოფილიყო, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა. ეს არის ის მთავრობა, რომელსაც არ დაუკარგავს დამატებითი ტერიტორიები. ეს არის მთავრობა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე შეძლო და კონსოლიდაცია გაუკეთა კიდევ უფრო მეტი რუსი ოკუპანტის ქმედებებს და ეს არის მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც მოვიდა ხელისუფლებაში, უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics